მათეს სახარება თავი 17
(შინაარსი)
ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი, მისი ძმა იოანე და აიყვანა ისინი თაბორის მთაზე განმარტოებით.
ფერი იცვალა მათ წინაშე, გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სხეული გასპეტაკდა როგორც ნათელი და გამოეცხადნენ მათ მოსე და ელია იესოსთან მოსაუბრენი. პეტრემ უთხრა იესოს: "უფალო კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, სამ კარავს გავაკეთებ. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას." ის ჯერ კიდევ ლაპაროკბდა, როცა ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი. ღრუბლიდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე, მას უსმინეთ."ეს რომ ესმათ მოწაფეებს, შეშინებულები პირქვე დაემხნენ.
იესო მიუახლოვდა მათ, შეეხო და უთხრა: "წამოდექით, ნუ გეშინიათ". თვალი რომ გაახილეს, ვეღარავინ დაინახეს იესოს გარდა. როდესაც მთიდან ჩამოვიდნენ, იესომ უთხრა მათ: "არავის არაფერი უთხრათ ამ ხილვაზე, ვიდრე კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგება". მოწაფეებმა ჰკითხეს: "რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?" ხოლო იესომ უთხრა: "ელია ნამდვილად მოვა და ყველაფერს მოაწესრიგებს." თქვენ კი გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა." მაშინ მიხვდენენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა.
როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიდრიკა მის წინაშ და უთხრა: "უფალო შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდზნ წარამარა ცეცხლში და წყალში ვარდება. მივუყვანე იგი შენს მოწაფეეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი გამკურნება."
იესომ უთხრა: "ჰოი ურწმუნო და უღმერთო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!" შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან.შემდეგ მოწაფეები იესოს განმარტოებით მიუახლოვდნენ და უთხრეს: "ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?"
მან კი უპასუხა: "თქვენ კი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით, მდოგვის მარცვალისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს მოდგმა (იესო ეშმაკს გულისხმობს) მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება."
გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: "კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება". მოწაფეები ძალიან შეწუხდნენ.
კაპერნაუმში მისვლისას პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი მივიდნენ და უთხრეს: "თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?" მან კი უპასუხა "კიო". როდესაც იესო სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: "რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს: თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?" "უცხოთაგან". იესომ კი უთხრა: აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან. მაგრამ რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდება, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიღე და მიეცი იგი ჩემთვის და შენთვის."
yochag kargi namushevaria
ReplyDeletemadloba <3
Deletegavgijdiiii vaimeeeeeeeee ra magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
ReplyDelete