Monday, April 14, 2014

მათეს სახარება


                                             მათეს სახარება თავი 19
                                                      (შინაარსი) 

  გალილეიდან მივიდა იესო იუდეის საზღვრებში, იორდანის გაღმა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას, ის კი კურნავდა.

მასთან ფარისევლები მივიდნენ და ჰკითხეს: შეუძლია კაცს გაუშვას ცოლი, მიზეზის გარეშე". მან უთხრა: "ნუთუ არ წაგიკითხავს, რომ შემოქმედმა დასაბამიდან შექმნა ქალად და კაცად ისინი? კაცი მიატოვებს თავის მშობელს, წავა ქალთან და იქცწვიან ისინი ერთ ხორცად. ისინი უკვე არა ორი, არამედ ერთნი იქნებიან, ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცმა არ უნდა დააშოროს". მათ უთხრეს : "აბა მოსემ რატომ დადო მცნებად გაყრილობის წერილის მიცემა და გაშვება?" მან უპასუხა: "მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა. მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, თუ კაცი ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს და სხვას შეირთავს, იმრუშებს". მოწაფეებმა უთხრეს: "თუკი ასეთია კაცის მოვალეობა, უკეთესია საერთოდ არ შეირთო ცოლი". მან კი უთხრა: "ყველა ვერ შეასრულებს ამ სიტყვას, მხოლოდ ისინი შეასრულებენ ვისაც მიეცა. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს და არიან საჭურისნი, რომლებმაც საკუთარი თავი დაისაჭურისეს ცათა სასუფევლისათვის."
  იესოსთან მიდიოდნენ ბავშვები, რათა მისთვის შეეხოთ ხელი და ელოცათ, მოწაფეები კი აბრკოლებდნენ მათ. ხოლო იესომ უთხრა: "ნუ აბრკოლებთ მათ, რადგან სწორედ მათთნაირებისთვის არის ცათა სასუფეველი."
  ვიღაც ჭაბუკი მივიდა მასთნ და უთხრა: "კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე უნდა გავაკეთო რომ ცათა სასუფეველში ადგილი დავიმკვიდრო?" იესომ უპასუხა: "კეთილს რატომ მიწოდებ? კეთილი მარტო ღმერთია, ხოლო თუ ცათა სასუფეველში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი." რომლები?"-კითხა ჭაბუკმა. იესომ კი უთხრა: "არ მოკლა, არ იმრუშო, არ იპარო, პატივი ეცი შენს მამას და დედას, შენი მოყვასნი ისე შეიყვარე, როგორც საკუთარი თავი". ჭაბუკმა უთხრა: "ამ ყველაფერს ვაკეთებ და კიდევ რა მაკლია?" იესომ  უპასუხა: თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი, შემდეგ მოდი და გამომყევი." ეს რომ გაიგო ჭაბუკმა, დაღონებული წავიდა, რადგან დიდი ქონება ქონდა.   


 იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: ჭეშმარიტად გეუბნებით, მდიდრებისთვის ცათა სასუფეველში შესვლა ძალიან ძნელია. აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში." ეს რომ მოწაფეებმა მოისმინეს, ძალიან გაუკვირდათ და ჰკითხეს: "აბა ვის შეუძლია გადარჩენა?" იესომ კი უთხრა: "კაცთაგან ეს შეუძლებელია, ღვთისაგან კი ყოველივე შესაძლებელია. პეტრემ უთხრა: "ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით, ამით რა გვექნება?" იესომ უთხრა: "ვინც მე გამომყევით, მეორედ მოსვლისას, როდესაც კაცის ძე თავის დიდების ტახტზე დადგება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკიცხავად. ყველა ვინც მიატოვა სახლი, დები, ძმები, დედა, მამა და ჩემთან წამოვიდა, ცათა სასუფეველში დაიმკვიდრებს ადგილს. მაგრამ ბევრი პირველი უკანასკნელი იქნება, ბევრი უკანასკნელი - პირველი." 

 


No comments:

Post a Comment