Thursday, March 20, 2014

მათეს სახარებ

              მათეს სახარება მე–15 თავი
                          (შინაარსი) 

   მაშინ მივიდნენ იესოსთან იერულასიმელი მწიგნობრები, ფარისევლები და უთხრეს: "რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას." ხოლო იესომ უპასუხა: "კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით? ღმერთმა ბრძანა: "პატივი ეცი შენს  მამას და დედას."


მართალი იწინასწარმეტყველა ესაიამ, რომელმაც თქვა: "ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მათი გული ჩემგან შორსაა. ამაოდ მცემენ ტაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან."

  იესომ მოუხმო ხალხს და უთხრა: "ისმინეთ: პირიდან გამომავალი ბილწავს კაცს და არა პირიდან შემავალი."
  მოწაფეები მივიდნენ მასთან და უთხრეს, რომ ამ სიტყვების მოსმენით ფარისევლები დაბრკოლდნენ. მან კი უპასუხა: "ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემ ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. მოეშვით მათ, ბრმები არიან ბრმებისივე წინამძღოლნი, ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივე ხევში ჩავარდება." პეტრემ მიუგო: " განგვიმარტე ეს იგავი." იესომ თქვა: " ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგება, ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. ხოლო ის რაც პირიდან ამოდის, ამოდის გულიდან: ბოროტი ზრახვა, მრუშობა, გმობა, მკვლელობა, ქურდობა. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს და არა დაუბანელი ხელით ჭამა."
  წამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტიროსისა და სინოდის მხარეს.
ერთი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვებოდა მას და ამბობდა: " შემიწყალე მე უფალო, ჩემი შვილი საშინლად იტანჯება ეშმაკისგან." იესომ არაფერი უპასუხა. ბოლოს მოწაფეები მივიდნენ იესოსთან და თხოვეს, რომ გაეშვა თუ მის დახმარებას არ აპირებდა. მან უპასუხა: " მე მხოლოდ ისრაელი ხალხისთვის ვარ მოვლენილი." ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: " უფალო შემეწია მე!" იესომ უპასუხა: "არ ვარგა, რომ შვილებს პური წაართვა და ძაღლებს მიუგდო." ქალმა კი უთხრა: "ძაღლებიც ხომ ჭამენ იმ ნამცეცებს, რომლებიც მათ ბატონებმა დატოვეს." მაშინ მიუგო იესომ: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, შენი სურვილისამებრ მოგეგებოს შენ!" და მისი შვილი იმწამსვე განიკურნა.
  წამოვიდა იესო და მივიდა გალილეის საზღვარზე. ავიდა მთაზე და იქ დაჯდა.
დიდძალი ხალხი მივიდა მასთან. თან ყავდათ კოჭლები, ბრმები, ყრუები და სხვა მრავალი სენით დაავადებული. ხოლო იესო კურნავდა მათ. ხალხს ძალიან უკვირდა. როდესაც ხედავდნენ, რომ მუნჯები ლაპარაკობდნენ, კოჭლები დადიოდნენ.
იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: "მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი არ აქვთ საჭმელი. არ მინდა უზმოდ გავუშვა ისინი რათა არ დაუძლურდნენ გზაში." მოწაფეებმა უთხრეს: " სად გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ?" იესომ კითხა: " მაინც რამდენი პური გაქვთ?" მათ მიუგეს: " შვიდი პური და ცოტაოდენი თევზი." მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შეწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა–ხალხს.
ყველამ ჭამა და დანაყრდა. ნარჩენებით კი შვიდი კალათა გაავსეს მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ათასი კაცი იყო ქლების და ბავშვების გარდა.
   ხალხი გაისტუმრა, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვრებს.





  





2 comments: