Thursday, March 13, 2014

მათეს სახარება

                     მათეს სახარება მე–14 თავი
                                   (შინაარსი)

  იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა და თავის მსახურებს უთხრა:" ეს არის იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მკვდრეთით აღდგა და ამიტომ ახდენს ამდენ სასწაულებს." ჰეროდემ შეიპრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, რადგან ის ამხელდა და უებნებოდა, რომ არ შეიძლებოდა მას ის ყოლოდა. ჰერპდეს იოანეს მოკვლა სურდა, მაგრამ ხალხის ეშინოდა, რადგან მას წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ.

                                         

 ჰეროდეს დაბადების დღეს,წვეულებაზე იცეკვა ჰეროდიადას ასულმა სალომეამ.ამით ჰეროდე ძალიან მოიხიბლა და დაიფიცა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც თხოვდა.

 დედამისისგან წინასწარ გაფრთხილებულმა სალომეამ მას ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი სთხოვა. მეფე ძალიან შეწუხდა, მაგრამ  ფიცი ვერ გატეხა. მსახურები გაგზავნა, რათა საპყრობილეში მოეკვეთათ იოანესთვის თავი. მოკვეთეს და სალომეას ლანგრით მიართვეს, მან კი დედამისს მიუტანა
.
იოანეს მოწაფეებმა ნეშტი წამოიღეს და დამარხეს.
 იესომ ეს ამბავი რომ გაიგო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა. ხალხმა ეს რომ შეიტყო ფეხდაფეხ მიჰყვა მას.

 გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა.შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს, უდაბურია ეს ადგილი, თანაც გვიანია, გაუშვი ეს ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლადო.იესომ უთხრა თქვენ მიეცით საჭმელიო.მათ კი უპასუხეს, რომ ხუთი პურის და ორი თევზის გარდა არაფერი ჰქონდათ.იესომ მათ პურის მოტანა თხოვა. მან ამოიღო ხუთი პური და ორი თევზი, თვალები ზეცაში აღაპყრო, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ხალხს დაურიგეს.



ყველამ ჭამა და დანაყრდა, ნარჩენებით კი თორმეტი კალათა გაივსო, მიუხედავათ იმისა, რომ ხუთი ათასი კაცი იყო ქალების და ბავშვების გარდა.

 იესომ აიძულა თავისი მოწაფეები, რომ ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ. ხალხი რომ გაისტუმრა განმარტოებით ავიდა მთაზე, რომ ელოცა.
 ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, ტალღები ეხეთქებოდა მას, რადგან ქარი ქროდა. ღამის მეოთხე  გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს მოჩვენება არისო. იესომ კი უთხრა:" მე ვარ, ნუ გეშინიათ." პეტრემ კი უთხრა, თუ მართლა შენ ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთანო. იესომ უთხრა:"მოდი."პეტრე ნავიდან გადმოვიდა რათა ზღვით მისულიყო მასთან, მაგრამ ძლიერი ქარი ამოვარდა, შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო, თქვა :'' უფალო გადამარჩინე.''

იესომ მაშინვე გაუწოდა ხელი, ჩასჭიდა და უთხრა: " რამ დაგაეჭვა მცირედ მორწმუნეო?"
ავიდნენ თუ არა ნავზე, ქარი მაშინვე ჩადგა. ნავში მყოფნი მივიდნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: '' ჭეშმარითი ღვთის ძე ხარ შენ."
 ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს. იქაურებმა იცნეს იესო და ყველა სნეული მიჰგვარეს. ისინი ევედრებოდნენ, ხელი შეგვახებინე შენი სამოსის კალთისთვისო. და ვინც შეახო ყველა განიკურნა.



No comments:

Post a Comment