Monday, March 31, 2014

მათეს სახარება

                                           მათეს სახარება თავი 17
                                                         (შინაარსი)
           

  ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი, მისი ძმა იოანე და აიყვანა ისინი თაბორის მთაზე განმარტოებით.

  ფერი იცვალა მათ წინაშე, გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სხეული გასპეტაკდა როგორც ნათელი და გამოეცხადნენ მათ მოსე და ელია იესოსთან მოსაუბრენი. პეტრემ უთხრა იესოს: "უფალო კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, სამ კარავს გავაკეთებ. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას." ის ჯერ კიდევ ლაპაროკბდა, როცა ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი. ღრუბლიდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე, მას უსმინეთ."ეს რომ ესმათ მოწაფეებს, შეშინებულები პირქვე დაემხნენ.

 იესო მიუახლოვდა მათ, შეეხო და უთხრა: "წამოდექით, ნუ გეშინიათ". თვალი რომ გაახილეს, ვეღარავინ დაინახეს იესოს გარდა. როდესაც მთიდან ჩამოვიდნენ, იესომ უთხრა მათ: "არავის არაფერი უთხრათ ამ ხილვაზე, ვიდრე  კაცის ძე მკვდრეთით არ აღდგება". მოწაფეებმა ჰკითხეს: "რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ პირველად ელია უნდა მოვიდესო?" ხოლო იესომ უთხრა: "ელია ნამდვილად მოვა და ყველაფერს მოაწესრიგებს." თქვენ კი გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა." მაშინ მიხვდენენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა.



  როდესაც ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა, მუხლი მოიდრიკა მის წინაშ და უთხრა: "უფალო შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდზნ წარამარა ცეცხლში და წყალში ვარდება. მივუყვანე იგი შენს მოწაფეეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი გამკურნება."

 იესომ უთხრა: "ჰოი ურწმუნო და უღმერთო მოდგმავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი!" შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან.შემდეგ მოწაფეები იესოს განმარტოებით მიუახლოვდნენ და უთხრეს: "ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?"

მან კი უპასუხა: "თქვენ კი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით, მდოგვის მარცვალისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს მოდგმა (იესო ეშმაკს გულისხმობს) მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება."

   გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: "კაცის ძე გადაცემული იქნება ადამიანთა ხელში, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება". მოწაფეები ძალიან შეწუხდნენ. 
  კაპერნაუმში  მისვლისას პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი მივიდნენ და უთხრეს: "თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?" მან კი უპასუხა "კიო". როდესაც იესო სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: "რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს: თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?" "უცხოთაგან". იესომ კი უთხრა: აბა, ძენი თავისუფლები ყოფილან. მაგრამ რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდება, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიღე და მიეცი იგი ჩემთვის და შენთვის."

          

Monday, March 24, 2014

მათეს სახარება

          მათეს სახარება თავი მე–16
                       (შინაარსი)
       
    იესოს მიუახლოვდნენ ფარისევლები საცდუნებლად და სთხოვეს, სასწაული ეჩვენებინა მათთვის, ხოლო მან უთხრა: "საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია, დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოღრუბლულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშნის გარკვევა კი არ შეგიძლიათ. უკეთური მოდგმა სასწაულებს ეძებს, მაგრამ მათ იონა წინასწარმეტყველის გარდა სხვა სასწაული არ მიეცემათ."მიატოვა ისინი და წავიდა.
   

  მის მოწაფეებს გაღმა გასვლისას პურის წაღება დაავიწყდათ. იესომ მათ უთხრა: "ერიდეთ ფარისევლებსა და სადუკეველთა საფუარს." ისინი კი გულში ფიქრობდნენ, ალბათ იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: "რას ფიქრობთ მცირედ მორწმუნენო, პურის წამოღება დაგვავიწყდაო?" ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათსი კაცს დააპურებ და რამდენი კალათა გაავსეთ კიდევ? ან შვიდი პური და ოთხი ათასი კაცის პურობა? რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და მწვალებელთა საფუარს?" მაშინ მოხვდნენ ისინი, რომ ქრისტე აფრთხილებდა მათ მოფრთხილებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისევლებს.

   ფილიპეს კესარიის მხარეს რომმივიდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: "რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?" მათ მიუგეს: "ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს ელია, ზოგს - იერემა თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო". კიდევ ჰკითხა: "თქვენ ვინ გგონივართ მე?" სიმონმა ანუ პეტრემ მიუგო"შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა." იესომ უპასუხა: "შენ ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, რომელსაც ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი. მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, როდესაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ცოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც." მაშინ უბრძანა იესომ მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ ის იესო ქრისტე იყო.

   მას აქეთ დაიწყო ისეომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისან, ხოლო მესამე დღეს კი უნდა აღმდგარიყო. მაშინ მიუგო პეტრემ: "შიწყალე თავი უფალო, ღმერთმა არ ქნას ეგ." იესო მიუბრუნდა და უთხრა: "გამშორდი სატანა!ჩემი საცდური ხარ, რადგან ღმერთისაზე კი არ ლაპარაკიბ, რამედ კაცისაზე. თავის მოწაფეებს კი უთხრა: "ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომადოს მე. ვინაიდან ვისაც სურს თავისი სული გადაირჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას, ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, ანგელოზებთან ერთად და მიუზღავენ.

   

Thursday, March 20, 2014

მათეს სახარებ

              მათეს სახარება მე–15 თავი
                          (შინაარსი) 

   მაშინ მივიდნენ იესოსთან იერულასიმელი მწიგნობრები, ფარისევლები და უთხრეს: "რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას." ხოლო იესომ უპასუხა: "კი მაგრამ, თქვენ რატომღა არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი ჩვეულებით? ღმერთმა ბრძანა: "პატივი ეცი შენს  მამას და დედას."


მართალი იწინასწარმეტყველა ესაიამ, რომელმაც თქვა: "ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მათი გული ჩემგან შორსაა. ამაოდ მცემენ ტაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან."

  იესომ მოუხმო ხალხს და უთხრა: "ისმინეთ: პირიდან გამომავალი ბილწავს კაცს და არა პირიდან შემავალი."
  მოწაფეები მივიდნენ მასთან და უთხრეს, რომ ამ სიტყვების მოსმენით ფარისევლები დაბრკოლდნენ. მან კი უპასუხა: "ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემ ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება. მოეშვით მათ, ბრმები არიან ბრმებისივე წინამძღოლნი, ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივე ხევში ჩავარდება." პეტრემ მიუგო: " განგვიმარტე ეს იგავი." იესომ თქვა: " ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგება, ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. ხოლო ის რაც პირიდან ამოდის, ამოდის გულიდან: ბოროტი ზრახვა, მრუშობა, გმობა, მკვლელობა, ქურდობა. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს და არა დაუბანელი ხელით ჭამა."
  წამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტიროსისა და სინოდის მხარეს.
ერთი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვებოდა მას და ამბობდა: " შემიწყალე მე უფალო, ჩემი შვილი საშინლად იტანჯება ეშმაკისგან." იესომ არაფერი უპასუხა. ბოლოს მოწაფეები მივიდნენ იესოსთან და თხოვეს, რომ გაეშვა თუ მის დახმარებას არ აპირებდა. მან უპასუხა: " მე მხოლოდ ისრაელი ხალხისთვის ვარ მოვლენილი." ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: " უფალო შემეწია მე!" იესომ უპასუხა: "არ ვარგა, რომ შვილებს პური წაართვა და ძაღლებს მიუგდო." ქალმა კი უთხრა: "ძაღლებიც ხომ ჭამენ იმ ნამცეცებს, რომლებიც მათ ბატონებმა დატოვეს." მაშინ მიუგო იესომ: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, შენი სურვილისამებრ მოგეგებოს შენ!" და მისი შვილი იმწამსვე განიკურნა.
  წამოვიდა იესო და მივიდა გალილეის საზღვარზე. ავიდა მთაზე და იქ დაჯდა.
დიდძალი ხალხი მივიდა მასთან. თან ყავდათ კოჭლები, ბრმები, ყრუები და სხვა მრავალი სენით დაავადებული. ხოლო იესო კურნავდა მათ. ხალხს ძალიან უკვირდა. როდესაც ხედავდნენ, რომ მუნჯები ლაპარაკობდნენ, კოჭლები დადიოდნენ.
იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: "მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი არ აქვთ საჭმელი. არ მინდა უზმოდ გავუშვა ისინი რათა არ დაუძლურდნენ გზაში." მოწაფეებმა უთხრეს: " სად გვაქვს ამ უდაბნოში იმდენი პური, რომ მთელი ხალხი დავაპუროთ?" იესომ კითხა: " მაინც რამდენი პური გაქვთ?" მათ მიუგეს: " შვიდი პური და ცოტაოდენი თევზი." მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო შვიდი პური და თევზი, მადლი შეწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა–ხალხს.
ყველამ ჭამა და დანაყრდა. ნარჩენებით კი შვიდი კალათა გაავსეს მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ათასი კაცი იყო ქლების და ბავშვების გარდა.
   ხალხი გაისტუმრა, თვითონ კი ნავში ჩაჯდა და მიადგა მაგდალას საზღვრებს.





  





Thursday, March 13, 2014

მათეს სახარება

                     მათეს სახარება მე–14 თავი
                                   (შინაარსი)

  იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა და თავის მსახურებს უთხრა:" ეს არის იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მკვდრეთით აღდგა და ამიტომ ახდენს ამდენ სასწაულებს." ჰეროდემ შეიპრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, რადგან ის ამხელდა და უებნებოდა, რომ არ შეიძლებოდა მას ის ყოლოდა. ჰერპდეს იოანეს მოკვლა სურდა, მაგრამ ხალხის ეშინოდა, რადგან მას წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ.

                                         

 ჰეროდეს დაბადების დღეს,წვეულებაზე იცეკვა ჰეროდიადას ასულმა სალომეამ.ამით ჰეროდე ძალიან მოიხიბლა და დაიფიცა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც თხოვდა.

 დედამისისგან წინასწარ გაფრთხილებულმა სალომეამ მას ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი სთხოვა. მეფე ძალიან შეწუხდა, მაგრამ  ფიცი ვერ გატეხა. მსახურები გაგზავნა, რათა საპყრობილეში მოეკვეთათ იოანესთვის თავი. მოკვეთეს და სალომეას ლანგრით მიართვეს, მან კი დედამისს მიუტანა
.
იოანეს მოწაფეებმა ნეშტი წამოიღეს და დამარხეს.
 იესომ ეს ამბავი რომ გაიგო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა. ხალხმა ეს რომ შეიტყო ფეხდაფეხ მიჰყვა მას.

 გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა.შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს, უდაბურია ეს ადგილი, თანაც გვიანია, გაუშვი ეს ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლადო.იესომ უთხრა თქვენ მიეცით საჭმელიო.მათ კი უპასუხეს, რომ ხუთი პურის და ორი თევზის გარდა არაფერი ჰქონდათ.იესომ მათ პურის მოტანა თხოვა. მან ამოიღო ხუთი პური და ორი თევზი, თვალები ზეცაში აღაპყრო, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ხალხს დაურიგეს.



ყველამ ჭამა და დანაყრდა, ნარჩენებით კი თორმეტი კალათა გაივსო, მიუხედავათ იმისა, რომ ხუთი ათასი კაცი იყო ქალების და ბავშვების გარდა.

 იესომ აიძულა თავისი მოწაფეები, რომ ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ. ხალხი რომ გაისტუმრა განმარტოებით ავიდა მთაზე, რომ ელოცა.
 ნავი უკვე შუაგულ ზღვაში იყო, ტალღები ეხეთქებოდა მას, რადგან ქარი ქროდა. ღამის მეოთხე  გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან. ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს მოჩვენება არისო. იესომ კი უთხრა:" მე ვარ, ნუ გეშინიათ." პეტრემ კი უთხრა, თუ მართლა შენ ხარ, მიბრძანე, რომ ზღვით მოვიდე შენთანო. იესომ უთხრა:"მოდი."პეტრე ნავიდან გადმოვიდა რათა ზღვით მისულიყო მასთან, მაგრამ ძლიერი ქარი ამოვარდა, შეეშინდა და ჩაძირვა დაიწყო, თქვა :'' უფალო გადამარჩინე.''

იესომ მაშინვე გაუწოდა ხელი, ჩასჭიდა და უთხრა: " რამ დაგაეჭვა მცირედ მორწმუნეო?"
ავიდნენ თუ არა ნავზე, ქარი მაშინვე ჩადგა. ნავში მყოფნი მივიდნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: '' ჭეშმარითი ღვთის ძე ხარ შენ."
 ასე გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს. იქაურებმა იცნეს იესო და ყველა სნეული მიჰგვარეს. ისინი ევედრებოდნენ, ხელი შეგვახებინე შენი სამოსის კალთისთვისო. და ვინც შეახო ყველა განიკურნა.



Monday, March 10, 2014

მათეს სახარება

                           მათეს სახარება მე–13 თავი
                                        (შინაარსი)

იმ დღეს სახლიდან გამოვიდა იესო და ზღვის პირას დაჯდა, შემოიკრიბა ირგვლივ დიდძალი ხალხი.შემდეგ ნავში შევიდა და დაჯდა,ხოლო ხალხი ნაპირზე იდგა. ბევრ რამეს ასწავლიდა მათ იგავებით: გამოვიდა მთესველი დასათესად,მაგრამ თესლი დაეფანტა.ზოგი გზისპირას დავარდა, მაგრამ ის ფრინველებმა აკენკეს. ზოგი ქვიან ადგილას დავარდა მალე აღმოცენდა მაგრამ როდესაც ფესვი ამოვიდა დაჭკნა,რადგან ფესვი არ ქონდა, გახმა.ზოგი ეკლებში  ჩაცვივდა,ეკალი გაიზარდა და ერთიანად მოაშთო ყველა. ხოლო ის თესლი,რომელიც ნაყოფიერ ნიადაგზე მოხვდა აღმოცენდა,გაიზარდა და ნაყოფიც გამოიღო,ზოგმა 100,ზოგმა 60,ზოგმა 30.

 მოწაფეებმა ჰკითხეს თუ რატომ ელაპარაკებოდა მათ იგავებით მან კი უპასუხა:'' თქვენ მოგეცათ ის რაც სხვას არ მისცემია,ვისაც რწმენა აქვს მოემატება,ვისაც არა ისიც წაერთმევა რაც აქვს.თქვენზე ხდება ესაიას წინასწარმეტყველება:"სმენით მოისმენთ,მაგრამ ვერ მიხვდებით,ხილვით იხილავთ მაგრამ ვერ დაინახავთ."თქვენი თვალები და ყურები ნეტარი არიან,რადგან ხედავენ და ისმენენ იმას რისი მოსმენაც და ხილვაც მრავალ მორწმუნეს და წინასწარმეტყველს სურდა."


შემდეგ იესომ ეს იგავი განუმარტა თავის მოწაფეებს:მთესველი არის თავად იესო ქრისტე,ხოლო თესლი მისი ქადაგება.გზის პირას დაყრილი თესლი გამოხატვს იმ ადამიანს,რომლის გულამდეც არ მიდის ქრისტეს ნათქვამი.კლდოვან ნიადაგზე აღმოცენებული თესლი ჰგავს იმ ადამიანს, რომელმაც ისმინა ეს სიტყვები,მოეწონა თუმცა მალევე აცდუნეს.ეკლიან ნიადაგზე დავარდნილი მარცვლები კი ის ადამიანები არიან,რომლებსაც სწამთ,მაგრამ ამქვეყნიური საზრუნავი უშლით ხელს.დაყოფიერ ნიადაგზე დავარდნილი მარცვალი ის ადამიანია ვინც უფლის სიტყვას სიხარულით ისმენს,იმახსოვრებს და მუდმივად ასრულებს მას. 
 იესომ სხვა იგავებიც უთხრა მათ: კაცმა საღი თესლი დათესა ყანაში,მაგრამ როდესაც მას ეძინა მტერი მივიდა,ღვარძლი დათესა და წავიდა.როდესაც ჯეჯილი აღმოცენდა ღვარძლმაც იჩინა თავი.მონები პატრონთან მივიდნენ და კითხეს: "ბატონო,საღი თესლი დათესე ყანაში და ღვარძლი საიდან აქვს?" მან უპასუხა:"ეს მტერმა ქნა."მონებს ყანის გამარგვლა სურდათ, მაგრან პატრონმა უთხრა:"არა,ღვარძლიც არ მიაყოლოთ, აცადეთ გაიზარდონ,მკისას კი ვუბრძანებ,რომ ღვარძლი შეკრან და დაწვან,ზორბალი კი ჩემ ბეღელში შეინახონ.

როდესაც ხალხი გაუშვა და სახლში დაბრუნდა მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს:"განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი." ხოლო მან მიუგო:"საღი თესლი არის იესო,ყანა–ქვეყანა,საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ღვარძლის მთესავი–ეშმაკი.მომკალნი ანგელოზები არიან,მკა– ქვეყნის დასასრული.უფალი ანგელოზებს მოავლენს მორწმუნების და ურწმუნოების დასაშორებლად.

ყველაფერს იგავებით ეუბნებოდა იესო.


კიდევ უთხრა:ცათა სასუფეველი მდოგვის მარცვლის მსგავსია,რომელიც კაცმა ყანაში დათესა.ეს მარცვალი ძალიან პატარაა,მაგრამ როცა ამოვა ძალიან დიდი ხდება და ხედ იქცევა.ფრინველები კი მის ტოტზე იბუდებენ.
ცათა სასუფეველი იმ ბადეს გავს,რომელსაც ზღვაში ისვრიან,ყველანაირ თევზს დაიჭერენ,როდესაც გაივსება ნაპირზე გამოიტანენ დასხდებიან, ვარგისი თევზებით გოდრებს გაავსევებ უვარგისებს კი გადაყრიან.ასე იქნება ქვეყნის დასასრულიც, ანგელოზები მოვლენ და მართალს და უკეთურს დააშორებენ."

როდესაც დაასრულა სინაგოგაში წავიდა.იქ უკვირდათ მისი ცოდნა და ამბობდნენ:"განა ეს ხუროს შვილი არაა?"იესომ კი მათი ურწმუნობის გამო იქ ბევრი სასწაული არ მოახდინა.